ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
დოქტორანტურის სტუდენტმა საველე კვლევაზე მუშაობისას მაიას ცივილიზაციის ქალაქი იპოვა. თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე მდებარე უძველეს ქალაქში არქეოლოგთა ჯგუფი უკვე ჩავიდა. ადგილზე მათ პირამიდები, სპორტული მოედნები და ამფითეატრი დახვდათ.
აქამდე უცნობ ქალაქსა და კომპლექსს მათ ვალერიანა უწოდეს. მეცნიერებმა ტერიტორია ლაზერული ტიპის ხელსაწყოთი გამოიკვლიეს, რომელიც ნამარხი სტრუქტურების წლოვანებას ადგენს. როგორც BBC წერს, სწორედ აქედან გაირკვა, რომ ქალაქი მაიას ცივილიზაციაში გაშენდა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ქალაქის საბოლოოდ მიტოვება და გაქრობა, მაგრამ არქეოლოგები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, შესაძლოა, კლიმატის ცვლილება ყოფილიყო. საყურადღებოა, რომ ვალერიანას “დედაქალაქის დამახასიათებელი ნიშნები აქვს”, ამიტომ გამოსაკვლევია, რა ტიპის დანიშნულების ადგილს წარმოადგენდა იგი წარსულში.