სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი - აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის პირველ 100 საათში 3.72 მილიარდი დოლარი დახარჯა

სამხედრო ოპერაცია

ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის პირველი 100 საათი აშშ-ს 3,72 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ინფორმაციას ამის შესახებ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის სპეციალისტები ავრცელებენ.

მათი გათვლებით, ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ პირველი 100 საათი აშშ-ს 3,72 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ანუ დღეში 891,4 მილიონი.

ამ ხარჯის ძირითადი ნაწილი მოდის საბრძოლო მასალაზე, რომლითაც ხორციელდება დარტყმები ირანზე. პირველ 100 საათში ამერიკელმა სამხედროებმა გამოიყენებს 3,1 მილიარდი დოლარის ღირებულების ბომბები და რაკეტები.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, სამხედრო ოპერაციის ხარჯების ნაწილი, მაგალითისთვის ტექნიკის ექსპლუატაცია, უკვე იყო გაწერილი  სამხედრო ბიუჯეტში, თუმცა ძირითადად საუბარია არასაბიუჯეტო ხარჯებზე, რაც მოითხოვს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ან უკვე გაწერილი ხარჯების სხვა პროგრამებზე გადანაწილებას.