სტრასბურგის ცენტრალურ სადგურზე ერთმანეთს ორი ტრამვაი შეეჯახა - არიან დაშავებულები

ავარია სტრასბურგი

სტრასბურგის ცენტრალურ სადგურზე ერთმანეთს ორი ტრამვაი შეეჯახა. მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანია დაშავებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეჯახება მოხდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ტრამვაიმ ლიანდაგი შეიცვალა და გაჩერებულ ტრამვაის შეეჯახა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის დირექტორმა, რენე სელიემ აღნიშნა, რომ ადგილზე დაახლოებით 130 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.

სტრასბურგის მერმა, ჟან ბარსეღიანმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უცნობია, რა გახდა ტრამვაის შეჯახების მიზეზი.

დაწყებულია გამოძიება შემთხვევის მიზეზის დასადგენად.