სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დამნაშავედ ცნო

სტრასბურგის სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დამნაშავედ ცნო.

სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, რუსეთის ხელისუფლების ქმედებები მოიცავდა ისეთ დარღვევებს, როგორიცაა სიცოცხლის უფლების დარღვევა, არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობის დარღვევა, რელიგიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.

სასამართლოს დადგენილება რუსეთის ხელისუფლებას ავალდებულებს რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ზომები ყირიმიდან რუსეთში გადაყვანილი პატიმრების უსაფრთხოდ დასაბრუნებლად.