პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გუშინ რუსეთში, ბრიანსკის ოლქში, ტრაგედია მოხდა. გიმნაზიის მოსწავლე, 14 წლის ალინა სკოლაში მამის იარაღით მივიდა და თანაკლასელების მისამართით სროლა დაიწყო, რის შემდეგაც თავი მოიკლა.
ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლი 13 წლის მაშა აღმოჩნდა. დაშავებულია კიდევ ხუთი ბავშვი , ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. სავარაუდოდ, ალინამ განზრახ ესროლა მაშას, რადგან მათ, კლასელის გამო, კონფლიქტი ჰქონდათ.
სკოლის მოსწავლეებმა SHOT-თან ინტერვიუში განაცხადეს, რომ ალინა საკმაოდ უცნაური ბავშვი, არ ატარებდა დროს სოციალურ ქსელებში და თითქმის არ კონტაქტობდა თანაკლასელებთან. როგორც გაირკვა, გოგონას ჰყავს ტყუპი და, სახელად დაშა. ახლა მოზარდი პოლიციასთან თანამშრომლობს, მან შესაძლოა, იცოდა დის გეგმების შესახებ. მედია იუწყება, რომ გოგონები ძალიან კარგად ურთიერთობდნენ ერთმანეთთან და საკმაოდ ახლოს იყვნენ. სროლის დროს, კლასში თავად დაშა იმყოფებოდა. ცნობილია, რომ დილით დები სახლიდან სკოლაში ერთად დმივიდნენ. კლასელები ახასიათებენ დაშას, როგორც ჩუმს და არაკომუნიკაბელურს.
გამომძიებლებმა უკვე რამდენჯერმე გამოკითხეს ალინას მშობლებიც.
შეგახსენებთ, რომ 14 წლის გოგონა სკოლაში მამის იარაღით მივიდა. გოგონამ იარაღი ქაღალდების შესანახი ყუთით მიიტანა. მამის თქმით, იარაღი ყველა წესის დაცვით ინახებოდა. სავარაუდოდ, ქალიშვილმა თოფის სეიფის გასაღები მოიპარა და თოფი და სანადირო დანა წაიღო. მამის თქმითვე, მისი ქალიშვილი თანაკლასელებისგან ბულინგის მსხვერპლი იყო.
ასევე ნახეთ:
რომელია 2023 წლის დეკემბრის ყველაზე იღბლიანი დღე ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის