გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
რუსეთში, ბრიანსკში, გიმნაზიაში მერვე კლასელმა გოგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი.
ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სავარაუდოდ არის თავად თავდამსხმელიც.
გავრცელებული ცნობით, სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღი 14 წლის მოსწავლემ მიიტანა და თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა.
დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.
თავდამსხმელის მამა დაკითხვაზე იმყოფება. გიმნაზიის შენობას ახლა პოლიცია იცავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
როგორი ამინდი იქნება 10 დეკემბრამდე - უახლოესი დღეების პროგნოზი
„ბოღმა და შური მკლავს...“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალმა ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა