სროლა ბერლინის სიახლოვეს, სკოლაში - არის მსხვერპლი

სროლა ბერლინის სიახლოვეს, სკოლაში

ბერლინის სიახლოვეს, ქალაქ გოზენ-ნოი ზიტაუს სკოლაში ორი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მსხვერპლი 18 წლის გოგონაა, რომელიც იმავე სკოლაში სწავლობდა.

მედიის ცნობით, თავდამსხმელმა კიდევ ერთი ადამიანი, 30 წლის მამაკაცი მოკლა, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა. ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი დაშავებულის შესახებ. დამნაშავე სავარაუდო მოკლული გოგონას ყოფილი შეყვარებულია. პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზე დააკავა.