„არასდროს აჩუქოთ ადამიანს პირსახოცი" - ეზოტერიკოსის ახსნა და ხალხური ცრურწმენა
1773160112
კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისა და მცდარი ამბების გავრცელების გამო კატარში 313 ადამიანი დააკავეს.
უწყების განმარტებით, სოციალური მედიის საშუალებით დაკავებულებმა ბოროტად გამოიყენეს არსებული ვითარება.
კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მოუწოდა, თავი შეიკავონ ვიდეოების გადაღებისა და გამოქვეყნებისგან ან არსებულ ვითარებაზე ცრუ ამბების გავრცელებისგან.
„დაკავებები განხორციელდა არაავტორიზებული ვიდეოების გადაღებისა და გავრცელების, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისა და მცდარი ამბების გავრცელებისთვის, ასევე საზოგადოებრივი შეშფოთების გაღვივების მიზნით ინფორმაციის გავრცელებისთვის“, – აღნიშნეს კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროში.