„გოგოებო! იცოდეთ, რომ მე თქვენთვისაც ვიბრძოლებ...“ - სალომე გოგიაშვილი მიმართვას ავრცელებს
1754989267
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად პარაფირებული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნეს.
დოკუმენტი 17 პუნქტისგან შედგება, რომელთა მიხედვითაც ბაქო და ერევანი ტერიტორიულ პრეტენზიებსა და ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარს ამბობენ.
მხარეები ასევე ვალდებულებას იღებენ დიპლომატიური ურთიერთობები ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების შესაბამისად აღადგინონ. მხარეები აცხადებენ, რომ საზღვრების დელიმიტაციის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები შესაბამისი სასაზღვრო კომისიების ფარგლებში გაიმართება.