სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე პოზიციური ბრძოლები გრძელდება - სომხეთის თავდაცვის უწყება

სოხმეთ-აზერბაიჯანი

„სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დროისთვის ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე პოზიციური ბრძოლები გრძელდება, აზერბაიჯანული ძალები არ წყვეტენ წინსვლის მცდელობებს“, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, არამ ტოროსიანმა განაცხადა.

„მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის იარაღის გამოყენებას ვარდენისის, სოტკის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებებით, თავს ესხმის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, - დასძინა ტოროსიანმა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანული მხარე უარყოფს ინფორმაციას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ და სომხეთს ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.