რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
სლოვენიაში მაშველები ერთ-ერთ გამოქვაბულში ჩარჩენილი ხუთი ადამიანის გამოყვანას ცდილობენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შემდეგ გამოქვაბულ კრიზნა ჯამაში წყლის დონემ მოიმატა, რის გამოც იქ მყოფმა ადამიანებმა გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოქვაბულში ერთი ოჯახის სამი წევრი და მათთან ერთად ორი გიდი იმყოფება. მათ უსაფრთხოდ გამოყვანას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.