1758658955
სლოვენიამ ბენიამინ ნეთანიაჰუ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

სლოვენიამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
სლოვენიის მთავრობის განცხადებით, ეს მკაფიო გზავნილია, რომ სლოვენია ისრაელის ხელისუფლებისგან საერთაშორისო სასამართლოების მოთხოვნების შესრულებას ელოდება.
„ამ ქმედებით სლოვენია ადასტურებს თავის ერთგულებას საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების უნივერსალური ღირებულებებისა და პრინციპული და თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის მიმართ. საზოგადოებამ იცის, რომ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით“, – განაცხადა სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ნევა გრაშიჩმა.
ცნობისთვის, ივლისში სლოვენიის მთავრობამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისა და ფინანსთა მინისტრებს, იტამარ ბენ-გვირსა და ბეზალელ სმოტრიჩს.
ამასთან, გასულ წელს სლოვენიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა.