„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს გერმანიას, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ განცხადება ედუარდ ჰეგერმა გერმანიაში ვიზიტის დროს, კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის წინ გააკეთა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირის გაფართოება აუცილებელია. მსოფლიოს სჭირდება ძლიერი ევროპა და ეს ქვეყნები გველოდებიან“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
ჰეგერის თქმით, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად აღიარება პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, ხოლო ამ ქვეყნების შემდგომი ინტეგრაცია ბლოკში უნდა იყოს „დამსახურებაზე დაფუძნებული“.