მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
სლოვაკეთი ვერ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში, თუმცა მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობისკენ, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უჟგოროდში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფიცოს თქმით, ის მშვიდობას ემხრობა.
ამასთან, როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ იტყობინება, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სურს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და მზად არის ამაში უკრაინას თავისი გამოცდილება გაუზიაროს, რათა კიევმა არ გაიმეოროს ის „ფატალური შეცდომები“, რომლებიც თავის დროზე სლოვაკეთმა დაუშვა.
როგორც რობერტ ფიცომ აღნიშნა, მას სურს, რომ სლოვაკეთს და უკრაინას ჰქონდეთ კარგი, მეგობრული, ხარისხიანი ურთიერთობები. მისივე თქმით, ბრატისლავასა და კიევს შორის ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
„მოხარული ვარ, რომ შევძელით პირისპირ საუბარი და ერთმანეთისთვის ზოგიერთი საკითხის და საკუთარი პოზიციების ახსნა. ზოგიერთი მოსაზრება განსხვავებულია, ასეთია ცხოვრება“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.