Sky News: აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

depositphotos

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარეობს სამმხრივი შეხვედრა უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის.

მოლაპარაკებების მიზანი ომის დასრულების გზების ძიება და მშვიდობის დამყარებაა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული ტელეარხი Sky News ავრცელებს.

ეს არის პირველი შემთხვევა სრულმასშტაბური ომის დაწყების შემდეგ, როდესაც სამივე მხარე პირდაპირ სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობს.

ბრიტანული ტელეარხის კორესპონდენტის ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია, იმყოფებიან თუ არა უკრაინული და რუსული დელეგაციების წევრები ერთსა და იმავე ოთახში, თუ მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით სხვადასხვა სივრცეში მიმდინარეობს.