„ტემპერატურა +34 გრადუსამდე აიწევს...“ - განახლებული ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1746524220
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განზრახული აქვს უკრაინასთან დადებული წიაღისეულის შეთანხმების გამოყენება რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად.
მილკენის ინსტიტუტის გლობალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ბესენტმა აღნიშნა, რომ წიაღისეულის შეთანხმება ტრამპის იდეა იყო და ამერიკის პრეზიდენტი დარწმუნებულია რომ ეს შედეგიანი იქნება.
წიაღისეულის ერთ-ერთ შედეგად ბესენტმა რუსეთზე ზეწოლისთვის დამატებითი ბერკეტები დაასახელა.
„უპირველესად, მისთვის ეს შექმნის დამატებით ბერკეტებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებში, როდესაც დადგება შესაფერისი მომენტი”, – აღნიშნა ბესენტმა.
მისივე თქმით, შეთანხმებაზე ხელის მოწერამ აჩვენა ისიც, რომ ამერიკელ და უკრაინელ ხალხს შორის არანაირი უთანხმოება არ არის.
„ეს უნდა გამხდარიყო სიმბოლო უკრაინელებისთვის, რომ აშშ რჩება მათ გვერდით. ეს ასევე უნდა ყოფილიყო სიგნალი დაღლილი ამერიკელებისთვის, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, რომ უკრაინასთან შესაძლებელია საერთო კეთილდღეობის ქონა. გარკვეული აზრით, ეს იქნებოდა უსიტყვო უსაფრთხოების გარანტია ეკონომიკური პარტნიორობის წყალობით”, – განაცხადა ბესენტმა