სკანდალი ფარმაციაში, რომელიც ტრამპის განცხადებას მოჰყვა - ის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მედიკამენტს ეხება

პარაცეტამოლი

სკანდალი ფარმაციაში - იწვევს თუ არა პარაცეტამოლის მიღება ბავშვებში აუტიზმის შემთხვევების ზრდას? აშშ-ის პრეზიდენტმა ორსულებს მოუწოდა, შეამცირონ "ტაილენოლის" იგივე პარაცეტამოლის მოხმარება, რადგან, შესაძლოა მისი გამოყენება აუტიზმის რისკს ზრდიდეს. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ბოლო 25 წელიწადში, ამერიკაში აუტიზმის მაჩვენებელი 400%-ზე მეტით არის გაზრდილი.

რა არის მიზეზი? შეერთებული შტატების პრეზიდენტის ამ განცხადებას ჯერჯერობით სამეცნიერო საფუძველი არ აქვს და სამედიცინო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. კვლევების ერთი ნაწილი ადასტურებს, რომ პარაცეტამოლი ორსულებისთვის უსაფრთხო პრეპარატია. მეორე ნაწილი კი სუსტად მიუთითებს შესაძლო კავშირზე პარაცეტამოლსა და ნეიროგანვითარებით პრობლემებს შორის.

აზრები ორად იყოფა, თუმცა ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის ამ განცხადების შემდეგ პარაცეტამოლის მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 7%-ით დაეცა.