ლოცვა, რომელიც ნათლისღების წინა დღეს უნდა წაიკითხოთ
1768682453
სირიის არმია ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წინსვლას განაგრძობს.
მედიის ინფორმაციით, არმიამ ქალაქ რაქას დასავლეთით არსებული მთავარი კაშხალი, ქალაქ ტაბქა და ქალაქში მდებარე სამხედრო აეროპორტი დაიკავა. ამ სტრატეგიული პუნქტების კონტროლის დაკარგვის შესახებ, ქურთული ძალების მხრიდან განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. ამ დროისთვის უცნობია ისიც, გრძელდება თუ არა მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები.
როგორც მედია წერს, ქურთულმა ძალებმა ამ რეგიონიდან უკან დახევა საკუთარი სურვილით დაიწყეს, თუმცა შემდგომში სირიის არმია შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, სირიის არმია აგრძელებდა სვლას აღმოსავლეთით ქალაქებისა და ნავთობის საბადოების მიმართულებით, რისი უფლებაც არ ჰქონდა.