“დიდ ორშაბათს მთელს ქვეყანაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა” - მეტეოროლოგი
1745209006
სიმართლე უნდა ვთქვათ, ღაზიდან მძევლების დაბრუნება არ არის მთავრობის ყველაზე მთავარი ამოცანა, – ამის შესახებ ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა განაცხადა.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, უპირველესი ამოცანა ღაზის სექტორში „ჰამასის“ განადგურებაა.
„მძევლების დაბრუნება აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია, მაგრამ თუ გსურთ გაანადგუროთ „ჰამასი“ ისე, რომ არ მოხდეს კიდევ ერთი 7 ოქტომბერი, უნდა გესმოდეთ, რომ არ შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც „ჰამასი“ რჩება ღაზაში“, – აღნიშნა ბეზალელ სმოტრიჩმა.
„ჰამასი“, რომელსაც ჯერ კიდევ 59 მძევალი ჰყავს, აცხადებს, რომ მათ დააბრუნებს ისრაელის მხრიდან ომის დასრულებისა და არაბული ანკლავიდან გასვლის სანაცვლოდ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არაერთხელ თქვა, რომ არ აპირებს ომის დასრულებას მანამ, ვიდრე „ჰამასი”, რომელიც მართავს ღაზას, მთლიანად არ დაემხობა. მძევლების ნათესავებმა ბეზალელ სმოტრიჩის განცხადებას „სირცხვილი“ უწოდეს.