4 ნივთი, რაც უნდა დადოთ საახალწლო სუფრაზე, რომ იღბლიანი წელი გქონდეთ
1795033323
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან ერთად ჩინეთ – შეერთებული შტატების ურთიერთობას ახალი შინაარსი შესძინეს.
ამის შესახებ სი ძინპინმა შენჭენში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა პატივისცემაზე, სამართლიანობასა და ორმხრივობაზეა დაფუძნებული.
„ჩვენ დავამკვიდრეთ ჩინეთ-აშშ-ს სტრატეგიული სტაბილურობის კონსტრუქციული ურთიერთობის ახალი განმარტება“, – განაცხადა სი ძინპინმა.
AFP-ის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა ამერიკელ კოლეგას უთხრა, რომ მისი ძალისხმევა ისტორიაში შევა.
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ძალისხმევა ყველასთვის აშკარაა და ისტორიაში შევა“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.