1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
შოტლანდიის ეროვნული გალერეების ექსპერტებმა ნიდერლანდელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის აქამდე უცნობი ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
ავტოპორტრეტი ტილოს „გლეხი ქალის პორტრეტის“ უკანა ნაწილზე იყო შესრულებული, მას წებოსა და მუყაოს ფენა ფარავდა. ის შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც გამოფენამდე ტილოს რენტგენი გადაუღეს.
აღმოჩენა ავტოპორტრეტების ექსპერიმენტული სერიის ნაწილია, რომლებსაც ვან გოგი თავისი ადრეული ტილოების უკანა მხარეს 1883-1885 წლებში ასრულებდა. ეს მნიშვნელოვან პერიოდად ითვლება მხატვრის შემოქმედებაში.
ახლა რესტავრატორები ავტოპორტრეტის აღდგენას ცდილობენ, ისე, რომ ორიგინალური ტილო არ დააზიანონ.