1757179938
შეიარაღებული თავდასხმა კანადაში - არის მსხვერპლი

კანადაში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი, ხოლო დაშავდა ექვსი ადამიანი, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
პოლიციის ცნობით, დაღუპულია თავდამსხმელიც. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა მანიტობას პროვინციაში, ქალაქ ვინიპეგიდან დაახლოებით 200კმ-ის დაშორებით მოხდა. პოლიციის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება. მათივე ცნობით, დამატებითი დეტალების შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ.