პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ორშაბათს თავისი ბრონირებული მატარებლით რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა. გავრცელებული ინფრმაციით, კიმს თან მიაქვს რუსი მასპინძლის საჩუქრები, მათ შორის, შაშხანა, კოსმონავტის ხელთათმანი და სამხედრო დრონები - რაც გაეროს სანქციების დარღვევაა.
სააგენტო "როიტერი" იუწყება იმ საჩუქრების სიის შესახებ, რომლებიც პუტინმა კიმს გადასცა და რომლებსაც ის "მეგობრობის" მუზეუმში განათავსებს. ამ მუზეუმში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერების სამი თაობის მიერ მიღებული საჩუქრები ინახება.
კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სამიტის შემდეგ, კიმმა მიიღო რუსული წარმოების "უმაღლესი ხარისხის" შაშხანა. კიმმა საპასუხოდ პუტინს "ჩრდილო კორეელი ხელოსნების მიერ დამზადებული შაშხანა" გადასცა საჩუქრად.
რუსული სააგნეტო "ტასის" ცნობით, პუტინმა კიმს ასევე აჩუქა, კოსმონავტის ხელთათმანი, რომელიც ერთ-ერთი მისიის დროს, რუს კოსმონავტს ეკეთა.
პრიმორსკის რეგიონის გუბერნატორმა ოლეგ კოჟემიაკომ კიმს აჩუქა თანამედროვე, მსუბუქი ჯავშნის ნაკრები, რომელიც შექმნილია თავდასხმის ოპერაციებისთვის. ის იცავს მკერდს, მხრებს, ყელსა და საზარდულს, იტყობინება რუსული მედია.
კიმს ასევე საჩუქრად გადასცეს ხუთი ცალმხრივი თავდასხმის დრონი და გარანიუმ-25 სადაზვერვო ტიპის დრონი, რომელიც ფართოდ გამოიყენება უკრაინის ომში. ინფორმაციას ამის შესახებ "ტასი" ავრცელებს.
ეს არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს, სულ მცირე, ორ რეზოლუციას ჩრდილოეთ კორეს წინააღმდეგ, რომელსაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა. რეზოლუცია დაწესებულია კიმის ხელისუფლების მიერ წამოწყებული აკრძალული ბირთვული საქმიანობის გამო.
კიმმა მიიღო ბეწვის ქუდი თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსგან ვლადივოსტოკში, სადაც მან დაათვალიერა რუსული ბირთვული ბომბდამშენები, გამანადგურებელი თვითმფრინავები, რომლებიც აღჭურვილია ჰიპერბგერითი რაკეტებით. წყარო
ასევე ნახეთ: