შარმ ელ შეიხში ავტოკატასტროფის შედეგად კატარის საელჩოს სამი თანამშრომელი დაიღუპა

 კატარის საელჩო

შარმ ელ შეიხში ავტოკატასტროფის შედეგად კატარის საელჩოს სამი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, იყვნენ თუ არა კატარელი დიპლომატები კატარის მოლაპარაკებათა ჯგუფის წევრები, რომელთაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევაში მიიღეს მონაწილეობა.

ორშაბათს შარმ ელ შეიხი გლობალურ სამიტს უმასპინძლებს, სადაც ღაზაში ომის დასრულება ოფიციალურად გაფორმდება.