პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს. ამის შესახებ მიშელმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ისაუბრა.
„გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი როდესაც იწყებს არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს, რომელსაც გმობს გაერო-ს ასამბლეა, ეს მოითხოვს უშიშროების საბჭოს წევრობის შეჩერებას. ეს უნდა ხდებოდეს ავტომატურად“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
მიშელის თქმით, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ წამოწყებული ომის გამო, მილიონობით ბავშვი, ქალი იტანჯება და არა მხოლოდ უკრაინაში.
„მათ ემუქრებათ შიმშილი, არიან სითბოს გარეშე. მათ დარტყმა მიაყენეს ენერგიის ფასებით“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.