შამანებმა 2026 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები იწინასწარმეტყველეს - ამის შესახებ გავლენიანი უცხოური გამოცემა წერს

png

პერუში შამანების ჯგუფმა ზღვის სანაპიროზე რიტუალი ჩაატარა, მიზანი კი 2026 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების პროგნოზირება იყო. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Associated Press იუწყება.

ცერემონიამდე შამანებმა ბუნებრივი ჰალუცინოგენები მიიღეს. ისინი ხალხური ინსტრუმენტების თანხლებით განსაკუთრებულ ცეკვებს ასრულებდნენ და ხელში მსოფლიო ლიდერების პორტრეტები ეჭირათ. ამ გამოსახულებების თავზე შამანები ხმლებს იქნევდნენ, საკმეველს წვავდნენ, ზოგი კი პორტრეტებს ფეხითაც თელავდა.

შამანების პროგნოზის მიხედვით, მომავალ წელს მოსალოდნელია რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის გაგრძელება, ისევე როგორც სხვა გლობალური ომების. მათ ასევე გაახმოვანეს შემაშფოთებელი წინასწარმეტყველება აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, მათი თქმით, 2026 წელს ის სერიოზულად დაავადდება. შამანებმა აშშ-ს მოუწოდეს, ამისთვის მზად იყვნენ.

გარდა ამისა, შამანებმა იწინასწარმეტყველეს ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, თანამდებობიდან წასვლა. მათ ასევე განაცხადეს, რომ 2026 წელს პერუში საპრეზიდენტო არჩევნებს კეიკო სოფია ფუხიმორი იგუჩი, ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილი  მოიგებს. მან ამ პოსტზე კანდიდატურა უკვე სამჯერ წამოაყენა.

პერუელი შამანების პროგნოზების სიზუსტე კითხვებს იწვევს. 2024 წლის ბოლოს მათ იწინასწარმეტყველეს ბირთვული ომი ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის, რაც არ მოხდა. ამასთან, 2023 წლის დეკემბერში მათ იწინასწარმეტყველეს, რომ ალბერტო ფუხიმორი ციხეში არ გარდაიცვლებოდა.