სერბეთში პრეზიდენტ ვუჩიჩზე და მის ოჯახზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს

ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბმა სამართალდამცველებმა ქვეყნის პრეზიდენტზე, ალექსანდარ ვუჩიჩზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სერბეთის შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები არიან 51 და 43 წლის მამაკაცები.

„მათ ბრალად ედებათ შეთქმულება სერბეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით და სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების დამხობა იარაღის შეძენის გზით, აგრეთვე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტზე, მის მეუღლესა და ბავშვებზე თავდასხმის მომზადება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ბრალდებულები სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრზეც გეგმავდნენ თავდასხმას.

საქმეს ქალაქ კრალევოს უმაღლესი პროკურატურა იძიებს.