სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრიუსელის მუქარის მიუხედავად, 9 მაისს მოსკოვში მაინც ჩავა

სერბეთის პრეზიდენტი

სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრიუსელის მუქარის მიუხედავად, 9 მაისს მოსკოვში მაინც ჩავა. ალექსანდ ვუჩიჩმა მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირის ხელმძღვანელობა იმის გამო, რომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენებისა და ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ბრიუსელისთვის მთავარი პრობლემა მოსკოვში მისი ჩასვლაა.

როგორც სერბეთის ლიდერმა აღნიშნა, ის სახელმწიფო ინტერესებს იცავს და მიუხედავად იმისა, რომ მის დასამხობად მილიონობით დოლარი დაიხარჯა, სერბეთში ფერადი რევოლუცია არ შედგა.