ცნობილია კაცის ვინაობა, რომელმაც მარჯანიშვილზე ახალგაზრდა ქალი მოკლა

mkvleloba

მარჯანიშვილზე მომხდარი ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 35 წლის ამირან დარჯანია დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, ბასრი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა 38 წლის მარი თხე­ლი­ძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ა.დ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.