„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
შვეიცარიაში ტბის ფსკერიდან 800-კილოგრამიანი ბურთის ფორმის თასი მოიპარეს, რომელშიც 230 ლიტრამდე ჯინი იყო. ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია Ginial-ი ჯინს ტრადიციულად ამ გზით ამზადებს. ეს მეთოდი სასმელს განსაკუთრებულ გემოს და არომატს ანიჭებს, თუ ის იქ 100 დღე რჩება. სასმელს 23 მეტრის სიღრმეზე წყალში ათავსებს, თუმცა წელს უცნობმა ადამიანებმა მთელი ალკოჰოლი მოიპარეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემის ცნობით, გიგანტური ბურთი მოულოდნელად გაქრა. მყვინთავები და პოლიცია მას ამაოდ ეძებდნენ. არის ვერსია, რომ ის მოიპარეს.
„ისინი ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ“, – აცხადებს კომპანიის თანამშრომელი ბურთის სავარაუდო ქურდებზე. ალკოჰოლის მწარმოებელი იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველებისგან მიიღებს.
პრობლემები იყო ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც, რადგან სადაზღვევო კომპანიაში მსგავსი შემთხვევა აქამდე არ იყო დაფიქსირებული და დეტალები დაზუსტებას საჭიროებს.
395 ბოთლიდან უმეტესობა წინასწარ უკვე გაყიდული იყო. მზად იყო ხელნაკეთი ჩანთები და ეტიკეტებიც.
სამართალდამცველები გამოძიებას აგრძელებენ.