საუდის არაბეთის რას-ტანურას ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას ირანმა დრონებით შეუტია - „ევრონიუსი“

საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის რას-ტანურას ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას ირანმა დრონებით შეუტია. „ევრონიუსის“ ცნობით, შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, პრევენციული ზომების ფარგლებში, ქარხნის მუშაობა დროებით შეაჩერეს.

„ქარხნის ზოგიერთი ოპერაციული ერთეული პრევენციის მიზნით გამოირთო, თუმცა ეს არ აისახება ადგილობრივ ბაზარზე ნავთობის პროდუქტების მიწოდებაზე“, – ნათქვამია საუდის არაბეთის მთავრობის ოფიციალური განცხადებაში.

მედიის მიერ ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ შეტევის შემდეგ ცაში შავი კვამლია.

რას-ტანურას, რომელიც დამამის მახლობლად მდებარეობს, დღეში ნახევარ მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობის გადამუშავება შეუძლია.