ილია თოფურიამ დუმილი დაარღვია - რას წერს UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი
1765801909
სასამართლო ხელისუფლებაში ცვლილების მოთხოვნით, რუმინეთში, ექვსი დღეა, მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. აქტივისტები ბუქარესტსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში იკრიბებიან, რათა მხარი დაუჭირონ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც სისტემურ დარღვევებს გმობენ.
„სამართლიანობა და არა – კორუფცია“, „დამოუკიდებლობა და არა – მორჩილება“, – სკანდირებდნენ აქტივისტები.
„როიტერის“ ინფორმაციით, დაახლოებით 700-მა რუმინელმა მოსამართლემ და პროკურორმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომლითაც სასამართლო სისტემაში „ღრმა და სისტემურ დისფუნქციას“ აპროტესტებენ.
პრეზიდენტი ნიკუსორ დანი აცხადებს, რომ 22 დეკემბერს სასამართლო სისტემის წევრებთან კონსულტაციებს გამართავს. მისი თქმით, „სამართლებრივ სისტემაში მთლიანობის პრობლემას“ ამდენი მაგისტრატი როდესაც უჩივის, საქმე ძალიან სერიოზულია.
გამოცემის ცნობით, ღია წერილი გავრცელდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ, Recorder-მა გასულ კვირას აჩვენა დოკუმენტური ფილმი, სადაც საუბარი იყო, რომ პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე მთავარი მოსამართლეები სამართლებრივ ხვრელებს იყენებენ არაეთიკური პრაქტიკისთვის, მათ შორის საეჭვო გამამართლებელი განაჩენებისთვის.