საქართველოს სახელით მოასპარეზე ფიგურულმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ პროგრამაში მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ანასტასია გუბანოვა

დიდ ბრიტანეთში ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში 128,19 ქულა დააგროვა მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სპორტსმენმა მოკლე პროგრამა 56,17 ქულით მეთერთმეტე ადგილზე დაასრულა, ორი პროგრამის ჯამში კი 184,36 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა.

ჩემპიონატის მესამე დღეს რიტმული ცეკვების პროგრამით იასპარეზა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა რიტმულ ცეკვებში 78,67 ქულა დაიმსახურა და მეექვსე ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ისტორიული ოქროს მედალი მოუტანეს.

სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში 75,96 ქულა დააგროვა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, თავისუფალ პროგრამაში 139,80 ქულა დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა; ორი პროგრამის ჯამში კი 215,76 ქულით ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
მოკლე პროგრამაში იასპარეზა ნიკა ეგაძემ, რომელმაც მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, თავისუფალი პროგრამით კი სპორტსმენი 17 იანვარს იასპარეზებს.

2023 წელს ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ის ქართული ციგურაობის ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა, 2024 და 2025 წლებში კი კონტინენტის პირველობაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.