ადგილები საქართველოში, სადაც თოვლის გამო მოძრაობა შეიზღუდა
1760345617
საპროტესტო აქციების შემდეგ მადაგასკარის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. პარლამენტის ოპოზიციის ლიდერმა, სიტენი რანდრიანასოლონიაიკომ „როიტერს“ განუცხადა, რომ პრეზიდენტმა ანდრი რაძოელინამ ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც არმიის დანაყოფები მომიტინგეებს შეუერთდნენ.
გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტი ქვეყნიდან საფრანგეთის სამხედრო თვითმფრინავით გაემგზავრა.
მადაგასკარში წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო დემონსტრაციები 25 სექტემბერს დაიწყო და დროთა განმავლობაში ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლებში გადაიზარდა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში კორუფცია და ცუდი მმართველობა გახშირდა. „როიტერის“ ინფორმაციით, პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე თანამდებობას დროებით სენატის ლიდერი დაიკავებს.
გაერო-ს მონაცემებით, 25 სექტემბრიდან მოყოლებული მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მადაგასკარის მოსახლეობის სამი მეოთხედი სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1960 წლიდან 2020 წლამდე 45%-ით შემცირდა.