სამოაში ცოლის დაბადების დღის დავიწყება 5 წლამდე პატიმრობით ისჯება

სამოაში ცოლის დაბადების დღის დავიწყება 5 წლამდე პატიმრობით ისჯება

სამოაში ცოლის დაბადების დღის დავიწყება 5 წლამდე პატიმრობით ისჯება. ქვეყნის უჩვეულო რეგულაციას არაერთი მედია გამოეხმაურა, თუმცა ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ მათთვის ოჯახისა და საყვარელი ადამიანების პატივისცემა პრიორიტეტია.

როგორც ადგილობრივ მედიაში ვკითხულობთ, თუ ქმარს ცოლის დაბადების დღის თარიღი დაავიწყდება და ცოლი ამის შესახებ ოფიციალურ უწყებებთან განაცხადებს, ქმარს სიტყვიერ გაფრთხილებას მისცემენ, მეორეჯერ კი - დააპატიმრებენ. სასჯელის უმაღლეს ვადად 5 წელია განსაზღვრული.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ სამოაში არის სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ კანონის დაცვასა და აღსრულებას უზრუნველყოფს - იმ შემთხვევაში, თუ ცოლმა ინფორმაცია სამართალდამცავებამდე ვერ მიიტანა. გუნდი ისეთივე მობილიზებულია, როგორც სხვა უფრო სერიოზული დანაშაულების შემთხვევაში. ამასთან, არსებობს სპეციალური საინფორმაციო კამპანიები - რეკლამებისა და ქუჩის ბანერების სახით - რომლის დახმარებითაც სახელმწიფო ქალებს თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ინფორმაციას აცნობს და მათი აღსრულებისკენ მოუწოდებს.