სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის მეუღლეს კორუფციის საქმეზე 20-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს

კიმ კეონ ჰი

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლის მეუღლე, ყოფილი პირველი ლედი კიმ კეონ ჰი დამნაშავედ ცნეს კორუფციაში, კერძოდ კი, ერთობის ეკლესიისგან საჩუქრების აღებაში, რომელიც მან მათთვის სამსახურის გაწევისთვის მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დამოუკიდებელი საბჭო კიმ კეონ ჰისთვის 15-წლიან პატიმრობას ითხოვდა ქრთამის აღების, აქციებზე ფასებით მანიპულირებისა და პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის გამო.

როგორც მედია წერს, დამოუკიდებელი საბჭოსთვის 20-თვიანი პატიმრობის შეფარდება მოულოდნელი აღმოჩნდა.

სასამართლომ ყოფილი პირველი ლედი დამამტკიცებელი ფაქტების არარსებობის გამო გაამართლა აქციების ფასებით მანიპულირებასა და პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების კანონის დარღვევაში.

თებერვალში, სასამართლომ განაჩენი უნდა გამოუტანოს მის მეუღლეს, ყოფილ პრეზიდენტ იუნ სოკ იოლს, რომელსაც საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადების გამო ასამართლებენ.

როგორც მედია წერს, დამოუკიდებელი საბჭო მისთვის სასიკვდილო განაჩენს მოითხოვს.