სამხრეთ კორეის პრეზიდენტი: მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტს 8.2%-ით გავზრდით, ჩვენ არ უნდა დავეყრდნოთ ვინმეს, არამედ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალაუფლება

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი

სამხრეთ კორეა მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტს 8.2%-ით გაზრდის. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ლი ჯე მიუნგმა განაცხადა.

მიუნგის თქმით, მშვიდობა მხოლოდ უსაფრთხოების მტკიცე საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

„თანამშრომლობისა და საერთო კეთილდღეობის იმპულსი მთელ მსოფლიოში სუსტდება და ჩვენ კონფლიქტების ზრდის ეპოქაში შევდივართ. კორეის რესპუბლიკის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ არ უნდა დავეყრდნოთ ვინმეს, არამედ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალაუფლება“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

ლი ჯე მიუნგის თქმით, მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი, თავისი „მნიშვნელოვანი“ ზრდით, ორიენტირებული იქნება ისეთ უახლეს ტექნოლოგიებში ინვესტირებაზე, როგორიცაა დრონები და რობოტები.