სამხრეთ კორეა უკრაინაში საელჩოდან კიდევ რამდენიმე პერსონალს გაიყვანს

სამხრეთ კორეა უკრაინაში საელჩოდან კიდევ რამდენიმე პერსონალს გაიყვანს

სამხრეთ კორეა უკრაინაში თავისი საელჩოდან კიდევ რამდენიმე პერსონალს გაიყვანს.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ჩრდილოეთ კორეელ სამხედრო ტყვეებზე ინფორმაციის გასაჯაროებაზე კიევის მხრიდან კონსტრუქციული რეაგირების არარსებობა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამხედრო ტყვეების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება არღვევს სეულსა და კიევს შორის შეთანხმებას, რადგან კონფიდენციალურობის დარღვევამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ტყვეების ოჯახის წევრებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრობენ.

„სეულმა კიევს პოზიცია რამდენიმე არხით აცნობა, მაგრამ კიევიდან საკმარისი პასუხი არ მიუღია“, – განაცხადა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, პარკ დუ-სუნმა.

ცნობისთვის, 2025 წელს უკრაინის არმიამ კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევა. 2026 წლის 23 სექტემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვე გადასცა. მისივე თქმით, ერთ-ერთმა ჩრდილოეთ კორეელმა თვითმკვლელობა სცადა.

სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ კიევმა კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეთანხმება დაარღვია. ამასთან, სეულმა უკრაინაში სამხრეთ კორეის ელჩი გაიწვია , კიევისგან კი ოფიციალური ახნა-განმარტება და ბოდიში მოითხოვა.

✕