სამხედრო სიძლიერის გლობალურ რეიტინგში საქართველო 85-ე ადგილზეა

რეიტინგი

სამხედრო სიძლიერის გლობალურ რეიტინგში საქართველომ 85-ე ადგილი დაიკავა 145 ქვეყანას შორის. ინფორმაციას globalfirepower.com ავრცელებს

PowerIndex-ის (სიძლიერის ინდექსი) შედგენისას 60 სხვადასხვა ფაქტორია გათვალისწინებული. შესწავლილია შეიარაღებული ძალების და სამხედრო ნაწილების რაოდენობა, ფინანსური მდგომარეობა და ლოგისტიკური შესაძლებლობები.

პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე ადგილზეა რუსეთი. PowerIndex-ის რეიტინგით მესამე ადგილზე ჩინეთია, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს.

უკრაინა, რომელიც ამჟამად რუსეთის სამხედრო აგრესიას იგერიებს, სამხედრო სიძლიერის რეიტინგში მე-15 ადგილზეა.

საქართველოს მეზობლებს შორის,  თურქეთი - მე-11 ადგილზეა, ირანი მე-17 ადგილს იკავებს, ისრაელი კი მე 18 ადგილზეა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის ამ რეიტინგში  57-ე ადგილს იკავებს. მასთან კონფლიქტში მყოფი სომხეთის სამხედრო სიძლიერის რეიტინგი ბევრად დაბალია - 94-ე ადგილზეა.