1747689319
სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და ხრამში გადავარდა - ავტოსაგზაო შემთხვევას მექსიკაში 19 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ მექსიკაში, საკატეკასის შტატში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
უბედური შემთხვევა დილით ადრე მოხდა. ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, რომელსაც სიმინდი გადაჰქონდა. შეჯახების შედეგად, ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხრამში ჩავარდა.
პოლიციის განცხადებით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ბრალდებული სატვირთოს მძღოლია.