1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრება, რომელიც არის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულების და სწორედ ჩვენი მოსახლეობის არჩევანის შედეგი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
"მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრება, რომელიც არის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულების და სწორედ ჩვენი მოსახლეობის არჩევანის შედეგი.
ვუსურვებ ახლადარჩეულ პარლამენტს, სრულად გაამართლოს ამომრჩევლის ნდობა, ხალხის მხარდაჭერა და დაიცვას ის მონაპოვარი, რასაც მივაღწიეთ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში - ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა, მშვიდობიანი განვითარების კურსი, სვლა ევროპისკენ.
წარმატებები საქართველოს!" - წერს კახა კალაძე.