1734018035
სალეხ ალ-არურის მკვლელობა მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს ართულებს - კატარის პრემიერი
კატარის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ ლიდერის მოადგილის, სალეხ ალ-არურის მკვლელობა მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს ართულებს.
მისი თქმით, ისრაელის მიერ ბეირუთში დრონით განხორციელებულმა დარტყმამ გავლენა მოახდინა კატარის შესაძლებლობაზე, შუამავლობა განახორციელოს "ჰამასსა" და ისრაელს შორის, თუმცა დასძინა, რომ კატარი განაგრძობს თავის ძალისხმევას.
2 იანვარს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ისრაელის სავარაუდო დარტყმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სალეხ ალ-არური დაიღუპა. სალეხ ალ-არური „ჰამასის“ სამხედრო ფრთის დამფუძნებელი, პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე და დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო.