სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის პრეზიდენტობის ერთ წელიწადს აჯამებს და ერთ-ერთ მიღწევად ასახელებს „არასამთავრობო ორგანიზაციების კორუმპირებული ინდუსტრიული კომპლექსის დაშლას“

თეთრი სახლი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ერთი წელიწადი შეაჯამა და ადმინისტრაციის მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ერთ წლის წინ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია შედგა მანდატით - „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“. მას შემდეგ, მან ამერიკელი ხალხისთვის არაერთი გამარჯვება მოიპოვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს, სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ნაბიჯებზე:

სახელმწიფო დეპარტამენტმა გააუქმა 100 000-ზე მეტი ვიზა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - გაუქმების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ეხება პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ისეთი დანაშაულები, როგორიცაა თავდასხმა, ქურდობა და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, ან მათ, ვინც მხარს უჭერდა ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას.სახელმწიფო დეპარტამენტმა კარტელი Cartel de Los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა ბრძანება ნარკოტერორიზმში ბრალდებული ნიკოლას მადუროსა და სილია ფლორესის დაკავების შესახებ, ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად.გასული წლის იანვრის შემდეგ, სამხრეთ საზღვარზე დაკავებების რაოდენობა 99%-ით შემცირდა, რაც მთავრობის ერთიანი ძალისხმევის შედეგია, რათა შეჩერდეს მასობრივი მიგრაციის ნაკადი შეერთებულ შტატებში.საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერებულია მსოფლიოს 75 ქვეყანაში, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი გადახედავს შემოწმების პროცედურებს. ეს კეთდება იმისთვის, რომ ახალმა მიგრანტებმა ბოროტად არ გამოიყენონ ამერიკელი ხალხის კეთილშობილება და არ გახდნენ ტვირთი სახელმწიფოსთვის.სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილმა სპეციალიზებულმა ქვედანაყოფებმა დააპატიმრეს უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების წამყვანი წევრები, მათ შორის „სინალოას“ კარტელის ლიდერი ეფრაინ სანჩეს კაბანილიასი, MS-13-ის ლიდერი ალვარო ოსირის აკოსტა ბუსტილო და Tren de Aragua-ს ლიდერი „ჩინო სან ვისენტე“.სახელმწიფო დეპარტამენტმა „ანტიფას“ ოთხი რადიკალური ჯგუფი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, რათა მათ აღარ მიუწვდებოდეთ ხელი იმ რესურსებზე, რომლებიც ძალადობის, ტერორისა და დაშინების აქტების განსახორციელებლად სჭირდებათ.სახელმწიფო დეპარტამენტმა ხელი შეუწყო ღაზაში პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის განხორციელებას, რამაც დაასრულა ომი, უზრუნველყო მძევლების დაბრუნება და გაზარდა ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა.სახელმწიფო დეპარტამენტმა „მუსლიმთა საძმოს“ ლიბანური, ეგვიპტური და იორდანიული ფილიალები უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა, რაც იყო პასუხი „ჰამასის“ მატერიალურ მხარდაჭერასა და ტერორისტულ აქტებზე.სახელმწიფო დეპარტამენტი რეორგანიზდა 21-ე საუკუნის გამოწვევების დასაძლევად - გაძლიერდა საელჩოები და რეგიონული ბიუროები, გამარტივდა კატასტროფებზე რეაგირების პროცესი, გაუქმდა შიდა ოფისების თითქმის 45% და უწყების მუშაობა სრულად მოერგო ამერიკის ინტერესების მსახურებას.პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო შეერთებული შტატების გამოსვლის პროცესი ათობით საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომლებიც თავს ახვევენ სხვებს მავნე იდეოლოგიებს, ფლანგავენ სახსრებს და მოქმედებენ ამერიკელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ.შეერთებულმა შტატებმა წარმატებით მიაღწია პასუხისმგებლობის განაწილებას ევროპელ მოკავშირეებთან და მიიღო ნატოს წევრების დაპირება, რომ 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ს 5 პროცენტს დახარჯავენ. ეს ვალდებულება ყოველწლიურად დამატებით ტრილიონ დოლარს მოიტანს შეკავებისა და თავდაცვის ინვესტიციებში.სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარება კვლავ ამერიკის ინტერესებს დაუკავშირა - დაშალა არასამთავრობო ორგანიზაციების კორუმპირებული ინდუსტრიული კომპლექსი და ახალი ორმხრივი ჯანსაღი შეთანხმებებით პარტნიორი ქვეყნები თვითკმარობის გზაზე დააყენა.სახელმწიფო დეპარტამენტმა გააუქმა 1.8 მილიარდი დოლარის ღირებულების არასაჭირო კონტრაქტები და წინა ფისკალურ წელთან შედარებით სამივლინებო ხარჯებში 100 მილიონი დოლარი დაზოგა.პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის პერიოდში, სახელმწიფო დეპარტამენტმა საკვანძო როლი ითამაშა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში, რითაც დასრულდა 30-წლიანი ომი. შეთანხმებას ხელი თეთრ სახლში მოეწერა.სახელმწიფო დეპარტამენტმა „მშვიდობის ინსტიტუტს“ სახელი შეუცვალა და უწოდა „დონალდ ჯ. ტრამპის მშვიდობის ინსტიტუტი“, რათა ასახულიყო პრეზიდენტის უპრეცედენტო მიღწევები მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმეში.„ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებს ამერიკელი ხალხისთვის გამარჯვებების მოპოვებას და ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს ამერიკას“, - ხაზგასმით აღნიშნეს უწყებაში.