თბილისში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია
1769942770
დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა გრენლანდიის საკითხზე ევროპელებთან მოლაპარაკებები დაიწყო და შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. ამ თემაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჟურნალისტებს თვითმფრინავის ბორტზე ესაუბრა, თუმცა, შეთანხმების დეტალები არ გაუმხელია.
„დიახ, ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები და საკმაოდ კარგ შეთანხმებამდეც მივედით. ანუ, მათ სურთ, რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და, ვფიქრობ, ჩვენი გარიგება ყველასთვის მისაღებია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, გარიგებას მალე გავაფორმებთ“, - განაცხადა ტრამპმა.