თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, ოქტომბერში, 5 სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის წარმატებას შეუწყონ ხელი.

ოქტომბრის შეხვედრების განრიგი:

პირველი ტრენინგი ონლაინ ფორმატში 8 და 29 ოქტომბერს ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს. 
მეორე ტრენინგი, ფიზიკურ სივრცეში,  24, 27, 31 ოქტომბერს გაიმართება და ის 
ქსელურ მაღაზიებში შესვლის სტრატეგიას დაეთმობა.  შეხვედრას ტრენერები - მირანდა მანჯგალაძე და ია ნადირაშვილი გაუძღვებიან.

მესამე ტრენინგი, რომელიც 13 და 16 ოქტომბერს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის როლს შეეხება. თიბისის AI-სა და მონაცემთა მართვის განყოფილების ხელმძღვანელი, ნუცა აბაზაძე ისაუბრებს, რა შესაძლებლობები აქვს ხელოვნურ ინტელექტს და როგორ შეგვიძლია გავამარტივოთ ყოველდღიური ამოცანები AI-ის სწორად გამოყენებით.

ოქტომბრის კიდევ ერთი ტრენინგის თემა  იქნება ფინანსურ ანალიზი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. შეხვედრა ონლაინ ფორმატში, 21 ოქტომბერს გაიმართება და მას ბიზნესკონსულტანტი, შალვა ახრახაძე გაუძღვება.
მე-5 ტრენინგი ფიზიკურ სივრცეში, 21 ოქტომბერს ჩატარდება ESG თემატიკაზე  - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი”.  შეხვედრას საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ ჩაატარებს. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს

წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: ბიზნეს განათლება , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი. ტრენინგებზე დასწრება უფასოა.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!