საფრანგეთში ასობით მეხანძრე-მაშველი რესურსების ნაკლებობას და ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებს - აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა

Snsns

 მეხანძრეების პროტესტი საფრანგეთში. ქალაქ ლილში ასობით მეხანძრე-მაშველი რესურსების ნაკლებობასა და ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებს.

მედიის ცნობით, აქციის დროს გადაიკეტა ქალაქის ცენტრალური გზა, საბურავებსა და ნაგვის ურნებს კი ცეცხლი წაუკიდეს, რამაც სიტუაცია გაამწვავა და დემონსტრაცია აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა.