ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება - რას გვიმზადებს 2027 წელი
1793997405
საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება.
მარსელში, ნიცაში, ნანტში, ლიონსა და პარიზში ათიათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ.
მედიის ცნობით, ქალაქ ლიონში აქტივისტებმა ხანძარი გააჩინეს, რის შემდეგაც მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა.
საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ რენში, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პარიზში დღეს ჯამში 20 000-დან 40 000-მდე ადამიანი მიიღებს დემონსტრაციაში მონაწილეობას.
მათივე ცნობით, დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 86 000 ადამიანი შეიკრიბა.
ამასთან, მედიის ცნობით, პარიზთან ახლოს გუშინდელი შეტაკებების დროს, ფოიერვერკის სროლის შედეგად ორი ახალგაზრდა ქალი დაშავდა.
BFMTV-ის წყაროების ცნობით, ისინი მაშინ დაშავდნენ, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდამ ადგილზე მყოფ პოლიციელებს ფოიერვერკი ესროლა. დაკავებულია ორი არასრულწლოვანი აქტივისტი.