პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1773674211
საფრანგეთმა მოითხოვა, რომ მისი წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური ყოფილიყო, თუმცა პრესისთვის ეს ინფორმაცია თავად გაავრცელეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„სხვათა შორის, ფრანგებმა, რომლებმაც ასეთი კონტაქტი მოითხოვეს, თავიანთ მოთხოვნაში შეიტანეს სურვილი, რომ ეს კონტაქტი კონფიდენციალური დარჩენილიყო. თუმცა, საბოლოოდ, როგორც გესმით, მათ თავად გაავრცელეს ეს ინფორმაცია, არ ვიცი რა მიზნით – შესაძლოა, იმის საჩვენებლად, რომ ევროპა ძალიან ცდილობს, მაგრამ მოლაპარაკებებში არ უშვებენ“, – თქვა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების დიალოგის ფარგლებში რუსეთში ვიზიტის დროს საფრანგეთის წარმომადგენელს „არაფერი ახალი“ არ უთქვამს.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან „რამდენიმე ევროპელ კოლეგას“ შესთავაზა რუსეთთან დიალოგის განახლება და მისი დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი, სავარაუდოდ, თებერვალში მოსკოვს ეწვია.