იერუსალიმში, ქნესეთის მახლობლად რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, დაშავებულია ერთი ადამიანი

რაკეტის ნამსხვრევი

იერუსალიმში, ქნესეთის მახლობლად, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, დაშავებულია ერთი ადამიანი.

როგორც ადგილობრივი მედია ისრაელის პოლიციასა და სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, ირანული ბალისტიკური რაკეტების ნამსხვრევები იერუსალიმში, რამდენიმე უბანში ჩამოვარდა, მათ შორის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც შენობა დაზიანდა.

ამასთან, რაკეტის ფრაგმენტები ჩამოვარდა ქნესეთთან ახლოსაც.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ რაკეტის ნამსხვრევებს და მათი აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს.