საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების იდეას არ ეთანხმება

ჟან ნოელ ბარო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ ბარო რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების იდეას არ ეთანხმება.

„დღეს ეს წარმოუდგენელია“, – ამბობს ბარო.

მისი თქმით, „დიდი შვიდეული“ აერთიანებს „ყველაზე დიდ და განვითარებულ დემოკრატიებს“, ხოლო რუსეთი „ნაკლებად იქცევა, როგორც დემოკრატია“.

ამავდროულად, ბაროს თქმით, მოსკოვის მონაწილეობით G8 ფორმატში დაბრუნების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული, თუ უკრაინაში „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“ იქნება მიიღწეული.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს G8 ფორმატში რუსეთის მონაწილეობით დაბრუნებას.